https://sputnik-georgia.com/20221223/aqondroplazia-samkurnalo-preparati-voqszogo-vosoritidi-273356846.html
საყურადღებო გვერდითი ეფექტები: ჯანდაცვის სამინისტრო განმარტება-გაფრთხილებას ავრცელებს
საყურადღებო გვერდითი ეფექტები: ჯანდაცვის სამინისტრო განმარტება-გაფრთხილებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი „ვოქსზოგო“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება, პაციენტები მას... 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T21:44+0400
2022-12-23T21:44+0400
2023-08-17T10:48+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი „ვოქსზოგო“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება, პაციენტები მას უსასყიდლოდ მხოლოდ კვლევების ფარგლებში იღებენ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით.მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა კვლევამ არ დაადასტურა პრეპარატის ეფექტურობა და ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში მისი ზეგავლენა სიცოცხლის ხარისხზე, ასევე აქონდროპლაზიისთვის დამახასიათებელ გართულებებზე მედიკამენტის დადებითი ზემოქმედება.იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა. მისი მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ექიმის რჩევები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ექიმის რჩევები
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი „ვოქსზოგო“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება, პაციენტები მას უსასყიდლოდ მხოლოდ კვლევების ფარგლებში იღებენ,
ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით.
„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ იშვიათ დაავადებას წარმოადგენს აქონდროპლაზია, რომლის სამკურნალო პრეპარატის „ვოქსზოგოს“ (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) ეფექტურობის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის. მედიკამენტმა ავტორიზაცია 2021 წელს, დაჩქარებული წესით მიიღო. ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგენილია აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების ზრდის ეფექტურობის სტიმულირება“, — აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა კვლევამ არ დაადასტურა პრეპარატის ეფექტურობა და ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში მისი ზეგავლენა სიცოცხლის ხარისხზე, ასევე აქონდროპლაზიისთვის დამახასიათებელ გართულებებზე მედიკამენტის დადებითი ზემოქმედება.
„კვლევის ამ ეტაპზე გამოხატულია „ვოქსზოგოს“ მოქმედების საკმაოდ საყურადღებო გვერდითი ეფექტები. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის საბოლოო ავტორიზაციისთვის დამატებითი კვლევები ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების — ბრიტანეთის, იაპონიის, ამერიკის, გერმანიის, თურქეთის, ავსტრალიის, ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა. მისი მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.