https://sputnik-georgia.com/20221222/saqartvelos-mtavroba-ssf-is-mier-gamoyofil-transs-jer-ar-airebs-273324083.html
საქართველოს მთავრობა სსფ-ის მიერ გამოყოფილ ტრანშს ჯერ არ აიღებს
საქართველოს მთავრობა სსფ-ის მიერ გამოყოფილ ტრანშს ჯერ არ აიღებს
Sputnik საქართველო
სსფ აღნიშნავს, რომ საქართველოში 2022 წელს 10%-იანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T19:18+0400
2022-12-22T19:18+0400
2022-12-22T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/10/249722966_0:0:3031:1705_1920x0_80_0_0_00d3e55fdee2065af11edfed21e87c6c.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჯერ არ აიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ Stand By შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილ ტრანშს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით.სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს საქართველოსთვის Stand By სამწლიანი შეთანხმების პირველი მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის დასრულების შედეგად საქართველოსთვის ხელმისაწვდომია 30 მლნ SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი).თავის პრეს-რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ 2022 წელს საქართველოში 10-პროცენტიან, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით გამოწვეული ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით. ამ მოვლენებმა ფისკალური შემოსავლების და რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაცია მცირდება, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე, დაახლოებით 10,5 პროცენტზე რჩება მაღალი სასაქონლო ფასების და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკის ზრდა და ინფლაცია შენელდება.საქართველო და სსფ განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემაზე შეთანხმდნენ >>„გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც, საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე 2022 წლის ივნისში დაამტკიცა. სწორედ მაშინ მიიღო საქართველომ 40 მლნ დოლარის ოდენობის პირველი ტრანში.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/10/249722966_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f12da50327982b3a22054580c45b3d5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს მთავრობა სსფ-ის მიერ გამოყოფილ ტრანშს ჯერ არ აიღებს
19:18 22.12.2022 (განახლებულია: 21:51 22.12.2022) სსფ აღნიშნავს, რომ საქართველოში 2022 წელს 10%-იანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჯერ არ აიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ Stand By შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილ ტრანშს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს საქართველოსთვის Stand By სამწლიანი შეთანხმების პირველი მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის დასრულების შედეგად საქართველოსთვის ხელმისაწვდომია 30 მლნ SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი).
„ქვეყნის ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ დატვირთვას ანიჭებს, ე.ი. თანხის სესხებას ამ ეტაპზე არ გეგმავს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
თავის პრეს-რელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ 2022 წელს საქართველოში 10-პროცენტიან, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით გამოწვეული ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით. ამ მოვლენებმა ფისკალური შემოსავლების და რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაცია მცირდება, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე, დაახლოებით 10,5 პროცენტზე რჩება მაღალი სასაქონლო ფასების და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკის ზრდა და ინფლაცია შენელდება.
„გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც, საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე 2022 წლის ივნისში დაამტკიცა. სწორედ მაშინ მიიღო საქართველომ 40 მლნ დოლარის ოდენობის პირველი ტრანში.