საქართველო და სსფ განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემაზე შეთანხმდნენ

© National Bank of Georgiaპრესკონფერენცია – სსფ-ის მისიის ვიზიტის შეჯამება
პრესკონფერენცია – სსფ-ის მისიის ვიზიტის შეჯამება - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ხედვები შეჯერდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სქემა მოიცავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას აუქციონების მეშვეობით.

„ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება. სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე და ამით გლობალური გამოწვევების მიმართ ეკონომიკის მეტ მდგრადობას უზრუნველყოფს.
„ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე სსფ-ის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
საქართველოს პრემიერი სსფ-ის შემფასებელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა>>
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0