უხერხული სტატია: რუსეთის საელჩომ WP-ის პუბლიკაციაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი კვლავაც მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის გამოძიებაში ჩართვას, რათა უხერხული სიმართლის დაფარვა ვერავინ შეძლოს, ნათქვამია აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ: ჩვენი ქვეყანა არავის მისცემს უფლებას, მტვერი წააყაროს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარის შესახებ უხერხულ სიმართლეს. და კვლავაც მტკიცედ მოითხოვს რუსეთის მონაწილეობით ყოველმხრივ და გამჭვირვალე გამოძიებას“, — წერს საელჩო.

დიპლომატიური მისია ასე გამოეხმაურა გაზეთ Washington Post-ის პუბლიკაციას, რომლის თანახმად, დასავლელი ჩინოვნიკების ნაწილი აღიარებს, რომ რუსულ გაზსადენებზე მომხდარი დივერსიის უკან მოსკოვი არ დგას, რაშიც მას მანამდე დასდეს ბრალი.
როგორც საელჩოში აცხადებენ, პუბლიკაციის ავტორები მადლობას იმსახურებენ იმის გამო, რომ სპეკულაციებით კი არ დაკავდნენ, არამედ სიმართლის დადგენა მოისურვეს.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ რეპორტიორების კვლევის შედეგი არ არის ძალიან მოსახერხებელი მათთვის, ვისაც რუსეთის დემონიზება სურს ნებისმიერ ხელსაყრელ დროს. მონაცემთა შეგროვების სამი თვის განმავლობაში, ჩვენი არაკეთილმოსურნეების იმედგასაცრუებლად, არ აღმოჩენილა არანაირი მტკიცებულება მომხდარში რუსეთის ყბადაღებული „ჩართულობის“ შესახებ. ამ ფონზე ადმინისტრაციის ტოტალური დუმილი ძალიან მჭევრმეტყველია", — წერს რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა.
ამასთან საელჩო მოითხოვს, პასუხი გაეცეს შეკითხვებს: ვისთვის იყო ხელსაყრელი რუსული კარტის გათამაშება ევროპის გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული დასუსტებისთვის, ვინ არის მილსადენების მწყობრიდან გამოყვანისა და ალტერნატიული ენერგორესურსების გაყიდვის საბოლოო ბენეფიციარი, ვის ეჩხირებოდა თვალში იაფი და ხელმისაწვდომი რუსული გაზი?
თუმცა, რუსი დიპლომატების თქმით, ამ კითხვებზე პასუხი ისედაც აშკარაა.
ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალ რუსულ გაზსადენებზე — „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე აფეთქება მიმდინარე წლის 26 სექტემბერს მოხდა. გერმანიამ, დანიამ და შვედეთმა იმთავითვე არ გამორიცხეს, რომ ეს მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.
ყველა ახალი ამბავი
0