მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WP: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის უკან მოსკოვის ხელი არ იკვეთება

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ზოგი დასავლელი ჩინოვნიკი არაოფიციალურად აღიარებს, რომ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ სექტემბრის ბოლოს მომხდარი დივერსიის უკან მოსკოვი არ დგას, იუწყება გაზეთი Washington Post.
როგორც გამოცემა წერს, მაშინ მსოფლიო ლიდერებმა სასწრაფოდ დაადანაშაულეს მოსკოვი თავხედურ და სახიფათო დივერსიაში, რომელსაც, მათი აზრით, ენერგომატარებლების ნაკადის გადაკეტვა სურდა მთელ კონტინენტზე, რათა ეიძულებინა ქვეყნები, შეეწყვიტათ უკრაინის სამხედრო დახმარება.

„მაგრამ ახლა, რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, კერძო საუბრებში მრავალი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთი შესაძლოა არ იყოს დამნაშავე „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ შეტევაში. ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ დივერსიის უკან რუსეთი იდგა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, ისინიც კი, ვინც გაზსადენის ინციდენტში დამნაშავედ კვლავაც მოსკოვს მიიჩნევს, ამბობენ, რომ შეტევის რომელიმე ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვნად დაბრალება შეუძლებელია.
გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური პირებისა და შეიარაღებული ძალების სარდლობის საუბრების შესახებ (და რომელთა წყალობითაც გახდა შესაძლებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის წინასწარ პროგნოზირება), ამ დრომდე არ ჩავარდნიათ ხელში ინფორმაცია, რომელიც დივერსიაში რუსეთის მონაწილეობას ან მასთან კავშირის დამალვის მცდელობას დაადასტურებდა.
გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მძლავრი აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. დასავლური გამოძიების ვარაუდით, ასაფეთქებელი გაზსადენებზე წყალქვეშა დრონებით განათავსეს. აფეთქებამ „ჩრდილოეთის ნაკადების“ სტრუქტურა თითქმის მთლიანად დაარღვია. შვედმა გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები და უცხო საგნების ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
წყარო: Washington Post
ყველა ახალი ამბავი
0