https://sputnik-georgia.com/20221222/ra-sakitxebi-ganixila-garibashvilma-saudis-arabetshi-273306288.html
ტრანზიტი, ტურიზმი, ინვესტიციები: რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში
ტრანზიტი, ტურიზმი, ინვესტიციები: რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში
Sputnik საქართველო
ვიზიტის მთავარი შედეგი ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება და გაღრმავებაა. 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T13:31+0400
2022-12-22T13:31+0400
2022-12-22T17:37+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273299915_243:420:1028:862_1920x0_80_0_0_7af6b7f9e498725ee2c0726a8695ec42.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთში ოთხშაბათს, 21 დეკემბერს გაემგზავრა. დახვედრის ცერემონია ერ-რიადში, ალ-იამამის სასახლეში გაიმართა.საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის გაზრდილი როლი და მნიშვნელობა. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნას ათვისებული საქართველოს პოტენციალი.განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას ქვეყანაში.საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია მისთვის ხელსაყრელ დროს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია, ვიზიტს ისტორიული უწოდა.მისი თქმით, ვიზიტის მთავარი შედეგი ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება და გაღრმავებაა.„ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ განგვესაზღვრა ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც აკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ინტერესებს. ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა მინისტრმა.დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისმა სამინისტროებმა მიიღეს დავალება, აქტიურად გააგრძელონ კოორდინაცია და გამოავლინონ ის შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ტურიზმი, ენერგეტიკა თუ სხვა. „ამ მიმართულებით როგორც ეკონომიკის სამინისტროები, ისე ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩავერთვებით პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც განსაზღვრა ორმა ლიდერმა, დროულად შესრულდეს და ორივე ქვეყანამ ძალიან დროულად იგრძნოს ამ თანამშრომლობის შედეგები“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273299915_300:358:972:862_1920x0_80_0_0_b1501411da3f8bf0f81b7ce35e9e61e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ტრანზიტი, ტურიზმი, ინვესტიციები: რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში
13:31 22.12.2022 (განახლებულია: 17:37 22.12.2022) ვიზიტის მთავარი შედეგი ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება და გაღრმავებაა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთში ოთხშაბათს, 21 დეკემბერს გაემგზავრა. დახვედრის ცერემონია ერ-რიადში, ალ-იამამის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის გაზრდილი როლი და მნიშვნელობა. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნას ათვისებული საქართველოს პოტენციალი.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია მისთვის ხელსაყრელ დროს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია, ვიზიტს ისტორიული უწოდა.
მისი თქმით, ვიზიტის მთავარი შედეგი ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება და გაღრმავებაა.
„ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ განგვესაზღვრა ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც აკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ინტერესებს. ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისმა სამინისტროებმა მიიღეს დავალება, აქტიურად გააგრძელონ კოორდინაცია და გამოავლინონ ის შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ტურიზმი, ენერგეტიკა თუ სხვა.
„ამ მიმართულებით როგორც ეკონომიკის სამინისტროები, ისე ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩავერთვებით პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც განსაზღვრა ორმა ლიდერმა, დროულად შესრულდეს და ორივე ქვეყანამ ძალიან დროულად იგრძნოს ამ თანამშრომლობის შედეგები“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.