https://sputnik-georgia.com/20221222/qartul-ocnebashi-ukrainis-da-moldovis-prezidentebs-upasuxes-273321018.html
უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს მმართველ პარტიაში მკვეთრი შეფასება მოჰყვა
უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს მმართველ პარტიაში მკვეთრი შეფასება მოჰყვა
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ... 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T17:46+0400
2022-12-22T17:46+0400
2022-12-22T21:43+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.ამ დღეებში უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი (სააკაშვილის) სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ და იგი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თქმით, ის, რაც ახლა სააკაშვილთან მიმართებით ხდება, ბოროტებაა და საქართველოს არ შეეფერება. გუშინ ზელენსკის მოწოდებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სასჯელის გადახედვის შესახებ სასამართლო პროცესზე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო>>>სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები
უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს მმართველ პარტიაში მკვეთრი შეფასება მოჰყვა
17:46 22.12.2022 (განახლებულია: 21:43 22.12.2022) ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ამ დღეებში უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი (სააკაშვილის) სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ და იგი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თქმით, ის, რაც ახლა სააკაშვილთან მიმართებით ხდება, ბოროტებაა და საქართველოს არ შეეფერება. გუშინ ზელენსკის მოწოდებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
„თუ არ ვცდები, თავად სანდუს ჰყავს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში... სანდუმ თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს უნდა მიხედოს, რომელიც ამ დრომდე ციხეშია“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.