https://sputnik-georgia.com/20221222/papuasvili-saakasvilis-tanamebrzolebis-mizani-misi-mdgomareobis-gauaresebaa-273310276.html
პაპუაშვილი: სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი მდგომარეობის გაუარესებაა
პაპუაშვილი: სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი მდგომარეობის გაუარესებაა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები მისი ყველაზე დიდი მტრები არიან. 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T14:37+0400
2022-12-22T14:37+0400
2022-12-22T19:16+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
სასარგებლო რჩევები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_f1bd382de450e51926ef2f8b1f145324.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სხდომა ხუთშაბათს დაიწყო. თავად მსჯავრდებული სხდომას დისტანციურად საავადმყოფოდან ჩაერთო.მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს სათანადო მკურნალობაზე, არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან, რაზეც გავრცელებული ვიდეოკადრები მეტყველებს.„ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ეს არის, რომ ის არ ემორჩილება ექიმებს, მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექიმებსა და სახელმწიფოს უნდათ, რომ ის იყოს ჯანმრთელი... მას უნდა, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, იქნებ, რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები, საბოლოოდ, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ესაა არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.ამავე დროს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაგზავნიან.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო>>სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.ვოლსკი: უკრაინის საგარეო უწყება ესაუბროს მათ, ვინც საქართველოს ომისკენ მოუწოდებდა>>სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.„არ ვეთანხმები" - ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე>>მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_91d5ac30509eced81b71b3250cae8adc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, სასარგებლო რჩევები , მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, სასარგებლო რჩევები , მიხეილ სააკაშვილი
პაპუაშვილი: სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი მდგომარეობის გაუარესებაა
14:37 22.12.2022 (განახლებულია: 19:16 22.12.2022) პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები მისი ყველაზე დიდი მტრები არიან.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სხდომა ხუთშაბათს დაიწყო. თავად მსჯავრდებული სხდომას დისტანციურად საავადმყოფოდან ჩაერთო.
„ექიმებსა და სახელმწიფოს უნდათ, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი ხუთი წელი იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვს... სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს სათანადო მკურნალობაზე, არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან, რაზეც გავრცელებული ვიდეოკადრები მეტყველებს.
„ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ეს არის, რომ ის არ ემორჩილება ექიმებს, მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექიმებსა და სახელმწიფოს უნდათ, რომ ის იყოს ჯანმრთელი... მას უნდა, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, იქნებ, რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები, საბოლოოდ, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ესაა არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ამ დანაშაულებისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ და სტრასბურგის სასამართლომაც იგივე თქვა, 6 წელი მიუსაჯა. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს ის სასჯელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამავე დროს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაგზავნიან.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.