https://sputnik-georgia.com/20221222/ceskos-tavmjdomaris-tanamdeboba-vakanturia-273321379.html
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია - პარლამენტმა საკითხი ჩააგდო
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია - პარლამენტმა საკითხი ჩააგდო
Sputnik საქართველო
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T18:04+0400
2022-12-22T18:04+0400
2022-12-22T21:46+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_0:238:2992:1921_1920x0_80_0_0_398d874091826a192477ad34d00a3a71.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ჩააგდო.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე აგვისტოში ორი კანდიდატი წარადგინა – იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი თამარ ალფაიძე და საქართველოს ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ეგაძე.ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს, შესაბამისად, კენჭისყრა ჩაიშალა.ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? პარლამენტი კანდიდატებს განიხილავს>>>საკითხის ჩავარდნის მიზეზი იყო ოპოზიციასთან უთანხმოება, ასევე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პრეზიდენტის არჩევანით უკმაყოფილება, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა.ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზე აქტუალურია 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არჩევნები ახალი სისტემითა და ახალ ფორმატში უნდა ჩატარდეს.კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_477:227:2841:2000_1920x0_80_0_0_7fb9ddc1a8dee5c11a601ff8ba579e8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ცესკო, ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია - პარლამენტმა საკითხი ჩააგდო
18:04 22.12.2022 (განახლებულია: 21:46 22.12.2022) პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ჩააგდო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე აგვისტოში ორი კანდიდატი წარადგინა – იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი თამარ ალფაიძე და საქართველოს ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ეგაძე.
ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს, შესაბამისად, კენჭისყრა ჩაიშალა.
საკითხის ჩავარდნის მიზეზი იყო ოპოზიციასთან უთანხმოება, ასევე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პრეზიდენტის არჩევანით უკმაყოფილება, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა.
ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზე აქტუალურია 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არჩევნები ახალი სისტემითა და ახალ ფორმატში უნდა ჩატარდეს.
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.