ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? პარლამენტი კანდიდატებს განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში პრეზიდენტის არჩევანით უკმაყოფილო არიან, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე არ არის.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა კანდიდატებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის პოსტზე და საკითხს განსახილველად პარლამენტს გადასცემსს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე აგვისტოში ორი კანდიდატი წარადგინა – იურისპრუდენციაში სახელმძღვანელოების ავტორი თამარ ალფაიძე და საქართველოს ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ეგაძე.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება კონსენსუსი, შეთანხმება და ხმების ისეთი რაოდენობის დაგროვებას შეძლებს რომელიმე კანდიდატი, რომ იმ ხუთწლიანი ვადით იყოს არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული", – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" პრეზიდენტის არჩევანით თავიდანვე უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ მოხვდა.
პარლამენტის სპიკერმა არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეიძლება ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი საერთოდ არ დაუჭიროს.
ამავე დროს, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზე აქტუალურია 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არჩევნები ახალი სისტემითა და ახალ ფორმატში უნდა ჩატარდეს.
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევისთვის ხმების საჭირო რაოდენობა არცერთ საპარლამენტო პარტიას არა აქვს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0