https://sputnik-georgia.com/20221221/tbilisis-dinamos-legendaruli-fexburteli-vladimer-gucaevi-70-wlis-gaxda-273290770.html
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა
Sputnik საქართველო
ქართული ფეხბურთის ლეგენდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ არის აღიარებული 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T23:26+0400
2022-12-21T23:26+0400
2022-12-22T00:07+0400
საქართველოს სიამაყე
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23160/32/231603202_0:0:2487:1399_1920x0_80_0_0_ef5a098e9366de4fa167e8ba02ab213d.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ფეხბურთის ექსპერტი ვლადიმერ გუცაევი დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.ვლადიმერ გუცაევი დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტში. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ქართული ფეხბურთის ლეგენდა საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი თავის საფეხბურთო კარიერაში და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა. 63-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გუცაევმა გაათანაბრა და ამით „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებას დაუდო სათავე.გუცაევი, გუნდთან ერთად, სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1978 წელს ჩემპიონი გახდა. ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1976 და 1979 წლებში.გუცაევმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში 47 ბურთი გაიტანა, ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე 34 შეხვედრაში კი – 8 გოლი.ვლადიმერ გუცაევი 64 წლის გახდა >>
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23160/32/231603202_0:0:2487:1865_1920x0_80_0_0_6bf252a849aaf08c319cc15b85a4dcfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სიამაყე, სპორტი, საზოგადოება
საქართველოს სიამაყე, სპორტი, საზოგადოება
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა
23:26 21.12.2022 (განახლებულია: 00:07 22.12.2022) ქართული ფეხბურთის ლეგენდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ არის აღიარებული
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ფეხბურთის ექსპერტი ვლადიმერ გუცაევი დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ვლადიმერ გუცაევი დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტში. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ქართული ფეხბურთის ლეგენდა საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი თავის საფეხბურთო კარიერაში და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა. 63-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გუცაევმა გაათანაბრა და ამით „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებას დაუდო სათავე.
გუცაევი, გუნდთან ერთად, სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1978 წელს ჩემპიონი გახდა. ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1976 და 1979 წლებში.
გუცაევმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში 47 ბურთი გაიტანა, ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე 34 შეხვედრაში კი – 8 გოლი.