ვლადიმერ გუცაევი 64 წლის გახდა

© AP Photo / Beatrix Stampfliვლადიმერ გუცაევი
ვლადიმერ გუცაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ ცნობილი თავდამსხმელს ვლადიმერ გუცაევს 64 წელი შეუსრულდა.

70-80-იან წლებში გუცაევი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ფეხბურთის ყველა სტაჟიანმა ქომაგმა იცის მისი სახელი. სწორედ გუცაევმა გაათანაბრა ანგარიში 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ თბილისის „დინამო“ და „კარლ ცეისი“.

ის იმდენად მაგარი იყო, რომ 1971 წლის მადრიდის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, სადაც მონაწილეობდნენ მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბავარია“, ჰოლანდიის "АЗ" და თბილისის „დინამო“. ამის შემდეგ ფეხბურთელმა მადრიდის „რეალში“ მოწვევა მიიღო. ბუნებრივია, იმ დროს ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

Sputnik-საქართველო ალექსანდრე ჩივაძეს დაუკავშირდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ იმ შემადგენლობის კაპიტანი იყო, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო.   

„ვოვა უდიდესი მოთამაშეა, რომელმაც 1981 წლის ჩვენს გამარჯვებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. არაფრისგან საგოლე სიტუაციას ქმნიდა და მერე მის რეალიზებას ახდენდა. მეტოქის გუნდის ერთი ან ორი მცველი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. როგორც ფეხბურთელი, ის ძალიან ფართე დიაპაზონის მოთამაშე იყო. ნებისმიერი კლუბი ოცნებობდა, რომ ის თავის რიგებში ენახათ, მაგრამ მან მთელი თავისი სული და გული თბილისის „დინამოს“ მიუძღვნა.

ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, და ამით ყველაფერი ნათქვამია.“

საუბრის ბოლოს ჩივაძემ გუცაევს დაბადების დღე მიულოცა და მას ყოველივე საუკეთესო უსურვა.

გუცაევის შესახებ თავისი მოგონებები რევაზ ძოძუაშვილმაც გაგვიზიარა, რომელთან ერთად მან ხუთი წელი ითამაშა. 

© SPUTNIK/ ОХМАКЕВИЧ1981 წლის 13 მაისი, მატჩი "თასების მფლობელთა თასზე". ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი
1981 წლის 13 მაისი, მატჩი თასების მფლობელთა თასზე. ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი - Sputnik საქართველო
1981 წლის 13 მაისი, მატჩი "თასების მფლობელთა თასზე". ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი

 „გუცაევი —  ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც საფეხბურთო ხელოვნების ანბანით დაიწყო და თავის საქმეში მწვერვალებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის „დინამოში“ ის საჭირო დროს მოვიდა. ის დიდ სლავა მეტრეველთან  სწავლობდა და მიხეილ მესხის ოსტატობას ეუფლებოდა. და რაც მთავარია, გადასარევად ითვისებდა ყველაფერს, ამიტომაც ნამდვილად გამოჩენილი ფეხბურთელი გახდა“.

მთელი თავისი პროფესიული კარიერა გუცაევმა თბილისის „დინამოში“ გაატარა — 1971 წლიდან 1986 წლამდე. ამ პერიოდში კლუბის მაისურით მოედანზე ის 303-ჯერ გამოვიდა და 47 გოლი გაიტანა. 

ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი
ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი

 „დინამოს“ შემადგენლობაში გუცაევი გახდა უეფა-ს თასების თასის მფლობელი (1981), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ორგზის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976 და 1979).

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (1976) საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საბჭოთა კავშირის ძირითადი გუნდში გუცაევმა 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

გუცაევისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ურთიერთობებს ასეთ კომენტარს უკეთებს საბჭოთა კავშირის გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც ცხრა წელი ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში:

„არასდროს არ მესმოდა, საბჭოთა ნაკრების მწვრთნელები რატომ არ იძახებდნენ გუცაევს. ჩემთვის ეს ახლაც გამოცანად რჩება. გუცაევი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ნაკრები სხვა შედეგს აჩვენებდა“. 

© SPUTNIK/ Г. АХАЛАДЗЕვლადიმერ გუცაევი და შოთა არველაძე
ვლადიმერ გუცაევი და შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
ვლადიმერ გუცაევი და შოთა არველაძე

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გუცაევი მწვრთნელი გახდა. მუშაობდა „ანორტოსისთან“ (კვიპროსი, 1991-1994), საქართველოს ახალგაზრდა ნაკრებს წვრთნიდა (1996), შემდეგ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

უკვე ახალ ათასწლეულში გუცაევი სპორტული ფუნქციონერი გახდა. დიდხანს იმუშავა ქუთაისის „ტორპედოში“, 2012 წელს კი „ალანიას“ (ვლადიკავკაზი) სპორტული დირექტორი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0