საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება - ახალი სტატისტიკა

© Pixabay / 5239640ნათურები
ნათურები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის 11 თვეში დაახლოებით 13,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,8%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თვითონ საქართველომ 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით მეტია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,4 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,7 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 79,98 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,3 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: საქართველომ და აზერბაიჯანმა შეთანხმება გააფორმეს>>
ოპერატორის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია რუსეთიდან 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, სომხეთიდან – 138,5 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან – 129,5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 971,02 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ლევან დავითაშვილი: საქართველო საუკუნის პროექტის ინიციატორია>>
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 13%-ით მეტი იყო. საკუთარმა გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0