კალაძე: ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ

© photo: Sputnik / Jordi Boychareu / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია ესპანეთში
საპროტესტო აქცია ესპანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ყველაზე ხშირად ვანდალიზმში დამნაშავე, სამწუხაროდ, მოზარდები არიან, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ვანდალიზმი თბილისში ერთ-ერთი რთული პრობლემაა, რომელსაც ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მაგალითად, ბოლო პერიოდში თბილისში დააზიანეს 18 შუქნიშანი, რომლებიც შშმ პირებისთვის სპეციალური აპარატურით იყო აღჭურვილი, აღნიშნა მერმა.

„ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ინკლუზიურობის პრინციპით და არის ადაპტირებული. შუქნიშნებზე დამონტაჟებულია განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლებით. ასევე შუქნიშნის სხვადასხვა ფაზა ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით. ბოლო პერიოდში ასეთი 18 მოწყობილობა დააზიანეს“, – განაცხადა კალაძემ.

მან ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოწყობილობა მცირემხედველი ან უსინათლო პირების გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი და თითოეული ასეთი შუქნიშნის ღირებულება 2,5 ათასი ლარია.
„ასე არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ ქალაქზე იზრუნოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე ვალდებულია თითოეული მცხოვრები, გაუფრთხილდეს საერთო ქონებას, ქალაქს, ინფრასტრუქტურას. ჩვენ ერთად ვქმნით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. თუ ჩვენვე დავაზიანეთ, ჩვენვე დავამტვრევთ, ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა გაგვიჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან
მან მოსახლეობას და, განსაკუთრებით, ზრდასრულ თბილისელებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რა დროსაც დამნაშავე უმეტესად მოზარდები არიან, აუხსნან მათ, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0