ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Aleksander Yurev / გადასვლა მედიაბანკშისაუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი
საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ერ-რიადში პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
დარჩიაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთში ვიზიტი საქართველოს „კონკრეტულ შედეგებს“ მოუტანს.

„ვიზიტის მიზანია, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და, მეორე მხრივ, უფრო მეტად განმტკიცდეს ეკონომიკური ურთიერთობები, რათა ქვეყანაში ინვესტიციები მოვიზიდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0