https://sputnik-georgia.com/20221221/covid-19-cinetsi-273262465.html
შეიცვალა COVID-19-ით გარდაცვალების კრიტერიუმი: ექსპერტის განმარტება
შეიცვალა COVID-19-ით გარდაცვალების კრიტერიუმი: ექსპერტის განმარტება
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში ამიერიდან კორონავირუსით გარდაცვლილად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც COVID-19-ით... 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T12:12+0400
2022-12-21T12:12+0400
2022-12-21T15:40+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ჩინეთი
covid-19
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/17/252103376_0:154:3095:1895_1920x0_80_0_0_61c08aad202886d536aa02abc6e9fa4e.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში ამიერიდან კორონავირუსით გარდაცვლილად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა გახდა, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მთავარმა ექსპერტმა ვან გუიციანმა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ომიკრონ-შტამით ინფიცირებულთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ყველაზე ხშირად ის დაავადებებია, რომლებიც ადამიანს COVID-19-მდეც ჰქონდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით იღუპება, საკმაოდ დაბალია.ამასთან მიმდინარე წლის დეკემბერში ჩინეთში საერთოდ აიკრძალა PCR-ტესტირება და ადამიანებს ერთი რეგიონიდან მეორეში ტესტის პასუხის წარდგენის გარეშე მგზავრობის უფლება მიეცათ. ამ ნაბიჯზე ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც ჩინეთის მოსახლეობამ ნოემბერში მასშტაბური აქციებით გააპროტესტა მკაცრი კორონავირუსული შეზღუდვები.წყარო: scmp
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/17/252103376_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_7e8cf203bb69ea5d8819b483ec2047a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ჩინეთი, covid-19
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ჩინეთი, covid-19
შეიცვალა COVID-19-ით გარდაცვალების კრიტერიუმი: ექსპერტის განმარტება
12:12 21.12.2022 (განახლებულია: 15:40 21.12.2022) თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში ამიერიდან კორონავირუსით გარდაცვლილად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა გახდა, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მთავარმა ექსპერტმა ვან გუიციანმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ომიკრონ-შტამით ინფიცირებულთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ყველაზე ხშირად ის დაავადებებია, რომლებიც ადამიანს COVID-19-მდეც ჰქონდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით იღუპება, საკმაოდ დაბალია.
„ამიერიდან COVID-19-ით გარდაცვლილად ჩაითვლებიან ისინი, ვინც უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით დაიღუპება. ხოლო სხვა ისეთი თანმდევი დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა და ცერებლოვასკულარული დაავადებები, არ კლასიფიცირდება COVID-ით გამოწვეულ გარდაცვალებად“, — განმარტა გუიციანმა.
ამასთან მიმდინარე წლის დეკემბერში ჩინეთში საერთოდ აიკრძალა PCR-ტესტირება და ადამიანებს ერთი რეგიონიდან მეორეში ტესტის პასუხის წარდგენის გარეშე მგზავრობის უფლება მიეცათ. ამ ნაბიჯზე ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც ჩინეთის მოსახლეობამ ნოემბერში მასშტაბური აქციებით გააპროტესტა მკაცრი კორონავირუსული შეზღუდვები.