მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსულ გაზზე ზღვრული ფასი დაწესდა: გამოცხადდა ამოქმედების ვადაც

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ზღვრულ ფასზე შეთანხმდნენ, რაც დიდი წარმატებაა წლის ბოლო დღეებში, დაწერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე.

„ჩვენ შევთანხმდით გაზის ზღვრულ ფასებზე და შევძელით გაგვეფორმებინა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფს ევროპულ საოჯახო მეურნეობებს და საწარმოებს“, — დაწერა ფიალამ.

სააგენტო „როიტერი“ ქვეყნების მიერ შეთანხმებულ დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაზის ზღვრული ფასი ერთ მვტ/სთ-ზე 180 ევროთი განისაზღვრა (დაახლოებით 2000 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე) და ლიმიტი ძალაში 15 თებერვლიდან შევა.
ამასთან აღინიშნება, რომ ზღვრული ფასი თავდაპირველად არ გავრცელდება არასაბირჟო გარიგებებზე.
ევროკომისიამ ნოემბრის ბოლოს რუსული გაზის ზღვრული ფასის შესაძლო ვარიანტად ერთ მვტ/სთ-ზე 275 ევრო დაასახელა (დაახლოებით 3000 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე მიმდინარე კურსით). 15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტის მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ გაზის ფასების ზღვარზე და საწვავის საერთო შესყიდვის პრინციპზე. გადაწყვეტილება 19 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამდე გადაიდო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიაწვდის ენერგომატარებლებს იმ ქვეყნებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არღვევენ კონტრაქტის პირობებს.
ყველა ახალი ამბავი
0