https://sputnik-georgia.com/20221220/sss-m-ert-tvesi-46-savaraudo-narkorealizatori-daakava-273249564.html
შსს-მ ერთ თვეში 46 სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ ერთ თვეში 46 სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავა
Sputnik საქართველო
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს შორის სამი უცხოელია. 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T20:12+0400
2022-12-20T20:12+0400
2022-12-20T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491089_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_31683f8c2d84ecdec6b9ea226eb89e63.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ ბოლო ერთ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.მისი თქმით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულში, რუსთავსა და თბილისში.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებულებს შორის არის იორდანიის ორი მოქალაქე და ერთი ლატვიის მოქალაქე. ნარკოტიკების რეალიზაცია ბრალად ედება საქართველოს 43 მოქალაქეს, რომელთაგანაც 11 წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. დაკავებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 53 წლის.შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, „კეტამინი", „ლირიკა", ოპიუმი და მარიხუანა.დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491089_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_1870ed264278025aa395549f024f7908.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
შსს-მ ერთ თვეში 46 სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავა
20:12 20.12.2022 (განახლებულია: 21:15 20.12.2022) ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს შორის სამი უცხოელია.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ ბოლო ერთ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისი თქმით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულში, რუსთავსა და თბილისში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებულებს შორის არის იორდანიის ორი მოქალაქე და ერთი ლატვიის მოქალაქე. ნარკოტიკების რეალიზაცია ბრალად ედება საქართველოს 43 მოქალაქეს, რომელთაგანაც 11 წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. დაკავებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 53 წლის.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, „კეტამინი", „ლირიკა", ოპიუმი და მარიხუანა.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.