S&P-მა „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი გააუმჯობესა

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch-ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას უნარჩუნებს რეიტინგს – BB- „სტაბილური“.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s Global Ratings-მა (S&P) „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის მოლოდინის პროგნოზი „B+“ დონიდან „BB -“ დონეზე გააუმჯობესა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განაპირობა რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდამ და, შესაბამისად, საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრმა გაუმჯობესებამ.
„საქართველოს რკინიგზა“ რეკორდულ მაჩვენებელს 2022 წლის სამი კვარტლის მანძილზე ინარჩუნებს. იანვარი–სექტემბერში კომპანიის შემოსავალმა 507,1 მლნ ლარი, სუფთა მოგებამ კი 278,4 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა>>>
აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ცვლილებით რეიტინგში „საქართველოს რკინიგზა“ მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება მთლიანად საქართველოს რეიტინგს – BB „სტაბილური“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რკინიგზის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობასა და სტაბილურობაზე.
რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch-ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას უნარჩუნებს რეიტინგს – BB- „სტაბილური“.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.
ყველა ახალი ამბავი
0