https://sputnik-georgia.com/20221217/saqartvelos-rkinigzam-saertasoriso-konkurssi-gaimarjva-273139256.html
„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T10:33+0400
2022-12-17T10:33+0400
2022-12-17T10:33+0400
საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/68/247416881_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_f129c0f5aff2b510eb4a17a78d9f3902.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსის „2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობა“ (BARTA) ნომინაციაში „მსხვილი არასაფინანსო კომპანია“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.კონკურსში 200–ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.BARTA 2019 წელს ევროპის კავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საკითხებში ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრების გადაყვანაზე და ტვირთების გადაზიდვაზე.მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის გაზრდას აპირებს>>ის ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვას, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს მგზავრთა შიდა და საერთაშორისო გადაყვანას.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/68/247416881_472:0:3000:1896_1920x0_80_0_0_f6fa27e16bf635e2a6afa852daebdd25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა
„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსის „2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობა“ (BARTA) ნომინაციაში „მსხვილი არასაფინანსო კომპანია“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
კონკურსში 200–ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
BARTA 2019 წელს ევროპის კავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საკითხებში ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრების გადაყვანაზე და ტვირთების გადაზიდვაზე.
ის ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვას, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. ის ასევე უზრუნველყოფს მგზავრთა შიდა და საერთაშორისო გადაყვანას.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.