საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან ბრძოლა: ერთ თვეში 16 ადამიანია დაკავებული

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
დაკავებულებს შორის რვა უცხოელია, მათ შორის, თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანისთვის ბოლო ერთ თვეში 16 მოქალაქე დააკავა, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
კუპატაძის მონაცემებით, დაკავებულებს შორის რვა უცხოელია. კერძოდ, სერბეთის ორი მოქალაქე, ასევე თურქეთის, სომხეთის, რუსეთის, ლატვიის, ირანის და ნიგერიის მოქალაქეები.
ყველა მათგანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა.
სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 62 პირი დააკავეს, მათგან 46 ნარკორეალიზატორი იყო. დაკავებულთა საერთო რაოდენობიდან 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0