საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მიცემის და აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და ბიზნესში დასაქმებული პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი მფარველობას უწევდა ხეტყის ბიზნესში დასაქმებულებს, რის სანაცვლოდაც იღებდა თანხას ან სამშენებლო მასალას.
კერძოდ, ხეტყის ბიზნესში დასაქმებულმა პირმა უწყების თანამშრომელს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ ორჯერ პირად ანგარიშზე ჩაურიცხა თანხა. ერთ შემთხვევაში კი ბრალდებულმა არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.
თაღლითობა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: საქმეში ყოფილი საჯარო მოხელე ფიგურირებს>>
ასევე უკანონოდ მოპოვებული ხეტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით ბრალდებული ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს დაგეგმილი კონტროლის შესახებ.
ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 338-ე (ქრთამის აღება) და 339-ე (ქრთამის მიცემა) მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0