თაღლითობა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: საქმეში ყოფილი საჯარო მოხელე ფიგურირებს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, აქედან ერთი პირი ყოფილი საჯარო მოხელეა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოტყუებით დაირეგისტრირა ჯამში 689.763 ლარის ღირებულების 4.180 კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.

„ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 499.556 ლარის ღირებულების 6.387 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0