რა რაოდენობის გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
აზერბაიჯანში 11 თვეში სულ მოპოვებულია 42,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა 2022 წლის 11 თვეში საქართველოს 2,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის 11%-ს შეადგენს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
მიმდინარე წლის იანვარი–ნოემბერში აზერბაიჯანმა 20,1 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია, დაწერა „ტვიტერში" ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
აღნიშნულ პერიოდში მოპოვებული მოცულობიდან ექსპორტზე თურქეთში გავიდა 7,6 მლრდ კუბური მეტრი, ევროპაში – 10,3 მლრდ კუბომეტრი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებული იყო 5,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი.
აზერბაიჯანს გაზის ევროკავშირისთვის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტების იმედი აქვს>>
შახბაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანში 11 თვეში სულ მოპოვებულია 42,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
ბუნებრივი აირის გარდა, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იყო 24 მლნ ტონა ნავთობი, რაც ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის 80%-ია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0