ძიუდო: საქართველოს ნაკრები Jerusalem Masters 2022-ის მედლებისთვის ბრძოლას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ ასევე საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები იერუსალიმში წლის ბოლო ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 12 მამაკაცი და ორი ქალია.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, პირველ დღეს მამაკაცები 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ, ხოლო ქალებიდან -48, -52 და -57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები.
ძიუდო: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იერუსალიმის ტურნირისთვის>>>
-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უზბეკ დილშობეკ ბარათანოვსა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებული იქნება.
-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზებს ვაჟა მარგველაშვილი. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ფრანგი მაქსიმ გობერი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში მარგველაშვილი პერუელ ჟუან პოსტიგოსა და უზბეკ სარდორ ნურილაევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
სამშაბათს ქალთა შორის -57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.
ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე იაპონელი ცუკასა იოშიდა იქნება. იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი ქართველი სპორტსმენი კანადელ მსოფლიო ჩემპიონ კრისტიან დეგუჩის შეხვდება.
წელს Jerusalem Masters-ზე 58 ქვეყნიდან 376 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებები სტადიონ Pais Arena Jerusalem-ზე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0