ძიუდო: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იერუსალიმის ტურნირისთვის

© courtesy of Lasha Bekauriლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
ტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები იერუსალიმში წლის ბოლო ტურნირზე 16 სპორტსმენით წარდგება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
შემაჯამებელი ტურნირი 20-22 დეკემბრის პერიოდში გაიმართება. წელს Jerusalem Masters-ზე 55 ქვეყნიდან 314 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – გიორგი სარდალიშვილი, თემურ ნოზაძე
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე
+100 კგ – გურამ თუშიშვილი.
ქალები:
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი
ტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0