რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მიჩქმალვას ცდილობს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიცირებით ევროკავშირი თავისი მონაწილეობის მიჩქმალვას ცდილობს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.
მისი თქმით, მოსკოვში არ გაკვირვებიათ გაეროში ანტირუსულად განწყობილი დელეგაციების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუბრები რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.

„ეს ქვეყნები თავიანთი რუსოფობიური ენთუზიაზმით მზად არიან ღიად დაარღვიონ გაეროს წესდება, მასში ჩაწერილი ამ მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი ორგანოების უფლებამოსილებები, ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. ევროკავშირი, რომელიც მონაწილეობს უკრაინის მრავალმილიარდიან დაფინანსებასა და იარაღის მიწოდებაში, ამგვარად ცდილობს დაფაროს საკუთარი მონაწილეობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ მასობრივ სამხედრო დანაშაულებში“, — თქვა დიპლომატმა.

ვერშინინს მიაჩნია, რომ „მსგავს აბსურდულ ჩანაფიქრს“ არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და ის „იურიდიულ ნონსენსად“ იქცევა.
„ასეთი ტრიბუნალის, უფრო სწორად, ფსევდოტრიბუნალის შექმნა ჩვენი ქვეყნის მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე არის იურიდიული ნონსენსი, მის ვერდიქტს, თუ საქმე აქამდე მივა, არასდროს ვაღიარებთ“, — აღნიშნა ვერშინინმა.
გარდა ამისა, რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ იურიდიული ძალა არც ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს. ვერშინინი დარწმუნებულია, რომ რეზოლუცია მხოლოდ ევროდეპუტატების რუსეთისადმი უპრეცედენტოდ მტრულ განწყობას წარმოაჩენს.
ევროკომისიამ ნოემბრის ბოლოს წამოაყენა წინადადება გაეროს ეგიდით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინის საკითხზე.
ყველა ახალი ამბავი
0