მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანკარამ და ათენმა ბრიუსელში საიდუმლო შეხვედრა გამართეს

© AP Photo / Virginia Mayo
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საბერძნეთმა და თურქეთმა 2020 წლის პრეცედენტი გაიმეორეს და საიდუმლო შეხვედრა გამართეს გერმანიის ეგიდით, იუწყება პორტალი newsbreak.gr.
არსებული ინფორმაციით, საიდუმლო შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში შედგა, საბერძნეთის პრემიერის დიპლომატიური ოფისის დირექტორი ანა-მარია ბურსა და თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი მონაწილეობდნენ.
როგორც პორტალი წერს, იბრაჰიმ კალინი პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი მრჩეველია უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში „და შესაძლოა ერთადერთი ნამდვილი მრჩეველიც, რომელიც ასევე არის თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც“.

„პარასკევს იბრაჰიმ კალინი და ანა-მარია ბურსა ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში. მათ საუბარს ესწრებოდა იენს პლეტნერი — გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის დიპლომატიური მრჩეველი“, — წერს გამოცემა.

აღინიშნება, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში გერმანიის დელეგაციის ოფისში გაიმართა ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, რათა თითოეულ მხარეს მეორის განზრახვების შესწავლა შეძლებოდა ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის კუთხით.
მანამდე საბერძნეთი და თურქეთი არაერთხელ აღმოჩნდნენ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საფრთხის წინაშე ტერიტორიული დავის გამო.
2019 წლის ნოემბერში დიპლომატიური დავის მიზეზი გახდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და საზღვაო ზონების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც თურქეთის პრეზიდენტმა და ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი. თურქეთმა გამოაქვეყნა საზღვაო ზონების რუკა „თურქეთ-ლიბიური მემორანდუმის გათვალისწინებით“, რომლის მიხედვითაც წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საბერძნეთი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს, თურქეთს განეკუთვნება. ანკარაში აცხადებენ, რომ საბერძნეთის კუნძულებს არ აქვთ შელფი და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა.
2020 წლის ზაფხულში ათენსა და ანკარას შორის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავება გამოიწვია თურქეთის სეისმურმა კვლევებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელსაც საბერძნეთი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს პანაიოტოპულოსმა 2021 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საბერძნეთი და თურქეთი 2020 წლის ზაფხულში სამჯერ იყვნენ შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების საყოველთაო მობილიზაციაც კი განხორციელდა.
დაძაბულობის ახალი რაუნდი 2022 წლის 23 აგვისტოს დაიწყო, როდესაც, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბერძნეთმა ნატოს მისიის დროს რუსული წარმოების C-300-ები განათავსა თურქულ F-16-ებზე დასამიზნებლად. საბერძნეთი ამ ფაქტს უარყოფს.
ათენში აცხადებენ, რომ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა მისი ხანგრძლივობის მიხედვით და ამასთან ის თანდათან მწვავდება.
ყველა ახალი ამბავი
0