https://sputnik-georgia.com/20221219/konkurenciis-saagento-usa2georgia-sesazlo-darvevas-swavlobs-273199591.html
კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან შესაძლო დარღვევას სწავლობს
კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან შესაძლო დარღვევას სწავლობს
Sputnik საქართველო
სააგენტომ საქმის შესწავლა უკმაყოფილო კლიენტის განცხადების საფუძველზე დაიწყო. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T16:02+0400
2022-12-19T16:02+0400
2022-12-19T20:43+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24358/36/243583657_0:148:3117:1901_1920x0_80_0_0_333ebc3f550182b2e7336dc4a2285a34.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევას ეხება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.სააგენტომ საქმის შესწავლა მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება დისტანციურად აშშ-ში შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების დათვლის წესების შეცვლას.გარდა ამისა, მომხმარებლის ინფორმაციით, ონლაინ-მაღაზიებიის მიერ (აშშ-ში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა.კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლების დაახლოებით 70 განცხადებაა შესული. აქედან 23 შესწავლის პროცესშია.კონკურენციის სააგენტომ 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა საჩივრების განხილვა დაიწყო>>კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საქმეს განიხილავს ერთი თვის, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. ამის მერე გადაწყვეტს სააგენტო, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას.სააგენტო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით, აღნიშნავენ უწყებაში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24358/36/243583657_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_1e242fc022896078babe173bcaa13591.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის სააგენტო კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან შესაძლო დარღვევას სწავლობს
16:02 19.12.2022 (განახლებულია: 20:43 19.12.2022) სააგენტომ საქმის შესწავლა უკმაყოფილო კლიენტის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევას ეხება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სააგენტომ საქმის შესწავლა მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება დისტანციურად აშშ-ში შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების დათვლის წესების შეცვლას.
მომხმარებლის ინფორმაციით, კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად შეცვალა წონის გამოთვლის წესი და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
გარდა ამისა, მომხმარებლის ინფორმაციით, ონლაინ-მაღაზიებიის მიერ (აშშ-ში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა.
კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლების დაახლოებით 70 განცხადებაა შესული. აქედან 23 შესწავლის პროცესშია.
კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საქმეს განიხილავს ერთი თვის, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. ამის მერე გადაწყვეტს სააგენტო, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას.
სააგენტო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით, აღნიშნავენ უწყებაში.