ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
პრემიერი აუცილებლად მიიჩნევს იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არიან.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 დეკემბერს საჯარო მოხელის დღე აღინიშნება. მის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ძირითადი მამოძრავებელი ძალის, პროფესიული საჯარო მოხელის მნიშვნელობის წარმოჩენა.

„საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ღარიბაშვილის თქმით, მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
პრემიერი თითოეულ საჯარო მოხელეს მადლობას უხდის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისათვის.
ყველა ახალი ამბავი
0