https://sputnik-georgia.com/20221219/ekonomikis-ministri-saqartvelosi-ornisna-ekonomikuri-zrda-aris-mosalodneli-273211958.html
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით
Sputnik საქართველო
მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური უნდა იყოს მომავალ წელსაც, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T21:23+0400
2022-12-19T21:23+0400
2022-12-20T12:59+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:70:1072:673_1920x0_80_0_0_df7ed6c5ba7a4758ceca48cd296c013f.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მშპ-ის ორნიშნა ზრდა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დაგეგმილი პროექტების რეალიზაციისთვის, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ოქტომბერში 8,3% შეადგინა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა ათ თვეში 10% შეადგინა.მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ დააზუსტა მესამე კვარტალში მშპ-ის ზრდის მონაცემები.„მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდა 0,1 საპროცენტო პუნქტით მეტი იყო წინასწარ მონაცემებთან შედარებით, რომლებიც საზოგადოებრიობას წარუდგინეს. ასე რომ, მიმდინარე ზრდა 2022 წელს საბოლოო ჯამში ორნიშნა მაჩვენებლით გამოიხატება – მშპ-ის ზრდა 2022 წელს 10%-ს შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.დაზუსტდა მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი >>დავითაშვილის თქმით, ამჟამინდელი მონაცემები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს შარშანდელის მსგავსად ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.დავითაშვილმა სავაჭრო ბრუნვის, კერძოდ, ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს.„დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რეკორდულია. გაიზარდა როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკურ ზრდაში. ექსპორტი საქართველოდან ნოემბერში დაახლოებით 301 მილიონი დოლარით გაიზარდა“, – განაცხადა მინისტრმა.„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 32,2%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით და 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – შარშანდელთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:0:908:681_1920x0_80_0_0_9a3dcef664d6cb70af5eb30b1464952a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით
21:23 19.12.2022 (განახლებულია: 12:59 20.12.2022) მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური უნდა იყოს მომავალ წელსაც, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მშპ-ის ორნიშნა ზრდა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დაგეგმილი პროექტების რეალიზაციისთვის, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ოქტომბერში 8,3% შეადგინა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა ათ თვეში 10% შეადგინა.
„ჩვენთვის, იცით, როგორი მნიშვნელოვანია ყველა პროექტის რეალიზება, რომელიც დაგეგმილია, ბიუჯეტისა და ვალდებულებების შესრულება, რომლებიც სახელმწიფომ მოსახლეობის წინაშე აიღო, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკურ ზრდას“ , – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ დააზუსტა მესამე კვარტალში მშპ-ის ზრდის მონაცემები.
„მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდა 0,1 საპროცენტო პუნქტით მეტი იყო წინასწარ მონაცემებთან შედარებით, რომლებიც საზოგადოებრიობას წარუდგინეს. ასე რომ, მიმდინარე ზრდა 2022 წელს საბოლოო ჯამში ორნიშნა მაჩვენებლით გამოიხატება – მშპ-ის ზრდა 2022 წელს 10%-ს შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, ამჟამინდელი მონაცემები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს შარშანდელის მსგავსად ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
„ჩვენი მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური უნდა იყოს მომავალ წელსაც, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა სავაჭრო ბრუნვის, კერძოდ, ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს.
„დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რეკორდულია. გაიზარდა როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკურ ზრდაში. ექსპორტი საქართველოდან ნოემბერში დაახლოებით 301 მილიონი დოლარით გაიზარდა“, – განაცხადა მინისტრმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 32,2%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით და 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – შარშანდელთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტი.