https://sputnik-georgia.com/20221219/mesame-kvartalshi-ekonomikuri-zrdis-machvenebeli-dazustda-273210547.html
დაზუსტდა მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
დაზუსტდა მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას. 19.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-19T20:37+0400
2022-12-19T20:37+0400
2022-12-19T22:06+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809962_0:122:3207:1926_1920x0_80_0_0_3f315788f1a62f41334de40e63ad3133.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,8% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 9,7% იყო.მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის მესამე კვარტალში 19,3 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 1.851,6 დოლარია (2021 წელს – 1.388,5 დოლარი).ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, კომუნალური მომსახურებისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სფეროებში. ვარდნა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვა და სოციალური სფერო.მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809962_238:0:2969:2048_1920x0_80_0_0_fae8c962623250d473e93e6666cfb01c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
დაზუსტდა მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
20:37 19.12.2022 (განახლებულია: 22:06 19.12.2022) მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და გადამამუშავებელ მრეწველობას.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,8% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 9,7% იყო.
მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის მესამე კვარტალში 19,3 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 1.851,6 დოლარია (2021 წელს – 1.388,5 დოლარი).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, კომუნალური მომსახურებისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სფეროებში.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის მესამე კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 74,9 |
ელექტრო- და გაზმომარაგება | 34,7 |
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა | 31,3 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 29,0 |
ვაჭრობა | 8,8 |
ვარდნა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვა და სოციალური სფერო.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით III კვარტალში
ეკონომიკის სფერო | ხვედრითი წილი მშპ-ში, % |
ვაჭრობა | 14,8 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 11,4 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 9,6 |
სოფლის მეურნეობა | 8,0 |
მშენებლობა | 7,7 |