დამწვარი რესტორანი ბათუმში უცხოელებს ჰქონდათ იჯარით აღებული

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო მანქანა რესტორან „ვოქსთან" ბათუმში
სახანძრო მანქანა რესტორან „ვოქსთან ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რესტორანი „ვოქსი“, რომელიც გუშინ ღამით ხანძრის შედეგად დაიწვა, რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ იჯარით აღებული, განაცხადა შენობის ერთ-ერთმა მფლობელმა ხვიჩა შარაშიძემ.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს VOX-ში ხანძარი ბოლო, 24-ე და 25-ე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა რესტორნის ორი სართული, ხოლო შენობაში მცხოვრები 250 ოჯახი შენობიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.

„რესტორანი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბოლო ერთი თვეა დაკეტილია. ობიექტი რუსეთის მოქალაქეს აქვს იჯარით აღებული და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აღებული აქვთ რუსეთის მოქალაქეებს, როგორც ვიცით. და როგორც ვიცით, ხანძარი რომ გაჩნდა, ვისაც დაქირავებული აქვს, იქ იყვნენ. რა კომპანიაა – დეტალები ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა შარაშიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ არ იცის, რა გახდა ხანძრის მიზეზი.
„გამოძიება მიმდინარეობს. ეს რესტორანი ათი წელია მუშაობს და არაფერი პრობლემა არ შექმნია“, – აღნიშნა შარაშიძემ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით, რომელიც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით.
ამ დროისათვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული, თუმცა შენობის მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. კორპუსის მცხოვრებლებს სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0