კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

© photo: Department of Environmental Supervision / FBხეტყის უკანონო დამზადება-მოპოვება კახეთში
ხეტყის უკანონო დამზადება-მოპოვება კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2022
გამოწერა
უწყების ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ხეტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხემცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება >>
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ტყის გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმები, რაც კანონმდებლობით ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს, 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს (გაჩეხვის ადგილიდან გამომდინარე).
ტყის დაცვის თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყის გაჩეხვისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაზარდა და კონტროლი გაამკაცრა.
ყველა ახალი ამბავი
0