https://sputnik-georgia.com/20221218/fiba-saqartvelos-da-turqetis-kalatburtis-federaciebi-seriozulad-dajarimdnen-273170751.html
FIBA: საქართველოს და თურქეთის კალათბურთის ფედერაციებს სერიოზული სანქციები დაეკისრა
FIBA: საქართველოს და თურქეთის კალათბურთის ფედერაციებს სერიოზული სანქციები დაეკისრა
Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია - 15 ათასით 18.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-18T19:49+0400
2022-12-18T19:49+0400
2022-12-18T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270237914_0:0:3081:1733_1920x0_80_0_0_9f6179d8eb3aa804ddc4bf388ce16844.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს სერიოზული ჯარიმები დაეკისრათ ინციდენტის გამო, რომელიც სექტემბერში ევრობასკეტის ფარგლებში გამართულ მატჩზე თბილისში მოხდა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.„ევრობასკეტის“ A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ 88:83 თურქეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი მოედნიდან გააძევეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ასევე გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარის ვერსიით, კორკმაზს თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი დაესხა, მათი თქმით, ჩხუბში მონაწილეობდნენ ქართველი პოლიციელებიც, რომლებიც თამაშის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.FIBA-მ გამოძიების შედეგად სანქციები თურქეთის ნაკრებსაც დააკისრა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კი 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით.მატჩი არ გადათამაშდება: FIBA-მ თურქეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა >>რაც შეეხება მოთამაშეებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 5 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა. გოგა ბითაძე - 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით, ხოლო დუდა სანაძე - 3 ათასი შვეიცარიული ფრანკით. სამივემ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო, დარღვევის შემთხვევაში მათ სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.ფურკან კორკმაზი დაჯარიმდა 6 ათასი შვეიცარიული ფრანკით, მანაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო.FIBA-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფედერაცია თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ჯერ კიდევ სექტემბერში უარყო თურქული გუნდის და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ბრალდებები და განაცხადა, რომ სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და მიიჩნევს, რომ ის, რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270237914_134:0:2865:2048_1920x0_80_0_0_e223fb577e75c95fbde903a0673f04cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
FIBA: საქართველოს და თურქეთის კალათბურთის ფედერაციებს სერიოზული სანქციები დაეკისრა
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია - 15 ათასით
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს სერიოზული ჯარიმები დაეკისრათ ინციდენტის გამო, რომელიც სექტემბერში ევრობასკეტის ფარგლებში გამართულ მატჩზე თბილისში მოხდა, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.
„ევრობასკეტის“ A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ 88:83 თურქეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი მოედნიდან გააძევეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ასევე გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარის ვერსიით, კორკმაზს თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი დაესხა, მათი თქმით, ჩხუბში მონაწილეობდნენ ქართველი პოლიციელებიც, რომლებიც თამაშის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
FIBA-მ გამოძიების შედეგად სანქციები თურქეთის ნაკრებსაც დააკისრა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კი 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით.
რაც შეეხება მოთამაშეებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 5 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა. გოგა ბითაძე - 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით, ხოლო დუდა სანაძე - 3 ათასი შვეიცარიული ფრანკით. სამივემ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო, დარღვევის შემთხვევაში მათ სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ფურკან კორკმაზი დაჯარიმდა 6 ათასი შვეიცარიული ფრანკით, მანაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო.
FIBA-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფედერაცია თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ჯერ კიდევ სექტემბერში უარყო თურქული გუნდის და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ბრალდებები და განაცხადა, რომ სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და მიიჩნევს, რომ ის, რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.