თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრებს ღია ელექტრომობილები მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2022
გამოწერა
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ელექტრომობილების მომსახურება მხოლოდ მშრალ ამინდში იქნება შესაძლებელი, გაზაფხულიდან კი ამგვარი ტურები ინტენსიური გახდება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველები მუზეუმის დათვალიერებას ღია ელექტრომობილებით შეძლებენ. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მუზეუმს ხუთი ახალი ელექტრომობილი გადაეცა, ხოლო მუზეუმის დაცვის პოლიციისთვის ახალი მოპედები შეიძინეს. თითოეული ღია ელექტრომობილით შესაძლებელია ექვსი-რვა ადამიანის გადაყვანა.
ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის გადაცემული ელექტრომობილების სარგებლიანობის გათვალისწინებითა და დამთვალიერებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, მუზეუმს ახალი სერვისი - ღია ელექტრომობილების ტური დაემატა.
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრებს დღეიდან მიკროავტობუსი აიყვანს>>
„აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების ტური მოიცავს იმ ბილიკებსაც, რომელიც პირველი მარტიდან, მასშტაბური სანიტარული ჭრის შედეგად გაიწმინდა. მნახველები წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ ამ ბილიკებით და, შესაბამისად, მუზეუმის მნიშვნელოვანი ნაწილის დათვალიერებას ვერ ახერხებდნენ“, - აცხადებენ უწყებაში.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ათეულობით ჰექტარზე განთავსებული, 11 ზონადაა დაყოფილი, საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0