თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრებს დღეიდან მიკროავტობუსი აიყვანს

© Sputnik / Alexander Imedashviliქვევრები ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ქვევრები ეთნოგრაფიულ მუზეუმში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. დღეიდან თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს სპეციალური სამგზავრო მიკროავტობუსი მოემსახურება, იუწყება კულტურის სამინისტრო.
მიკროავტობუსი კუს ტბის ასასვლელიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ ყოველდღე 09:00-დან 20:00 საათამდე ივლის. მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. მიკროავტობუსი მხოლოდ მუზეუმის სტუმრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.
დღეისათვის ღია ცის ქვეშ მუზეუმს მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ემსახურება, რაც მუზეუმში მოხვედრის მსურველებს უქმნის ბარიერს, რათა ისარგებლონ თბილისში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცით როგორც მუზეუმის დასათვალიერებლად, ისე სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.

„ინიციატივა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად და სწრაფად მოხვედრის საშუალებას მისცემს", – აღნიშნავენ უწყებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომელთა შესახებაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე აცნობა საზოგადოებას.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც 11 ზონადაა დაყოფილი, საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს.
ყველა ახალი ამბავი
0