https://sputnik-georgia.com/20221217/mwvane-energia-saqartvelo-azerbaijani-ungreti-da-rumineti-setanxmebas-gaaformeben-273147202.html
მწვანე ენერგია: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შეთანხმებას გააფორმებენ
მწვანე ენერგია: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შეთანხმებას გააფორმებენ
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი და ალიევი უკვე სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფებიან 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T13:35+0400
2022-12-17T13:35+0400
2022-12-17T13:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270099657_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_cc8658f6b6c218c541796b0e4898c3b1.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შაბათს ხელს მოაწერენ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.შეთანხმების „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელმოწერის ცერემონია უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე ბუქარესტში იმყოფებიან. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები.მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270099657_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0363c4324b4efb97fd2073635d69cd3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
მწვანე ენერგია: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შეთანხმებას გააფორმებენ
ღარიბაშვილი და ალიევი უკვე სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფებიან
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი შაბათს ხელს მოაწერენ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
შეთანხმების „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელმოწერის ცერემონია უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე ბუქარესტში იმყოფებიან. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები.
მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.