მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თეთრი სახლი: აშშ გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესაძლებლობას ვერ ხედავს

© photo: Sputnik / Aleksey Agaryshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებს აქვს სურვილი, მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე.
ჟან-პიერს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც 14 დეკემბერს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა — სტივ კოენმა და ჯო უილსონმა, და რომლითაც მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდეს, მიიღოს ზომები გაეროდან და მისი უშიშროების საბჭოდან რუსეთის გასარიცხად.

„ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ ამ საკითხში. რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის შესაძლებლობა რომ არსებობდეს, დაუყოვნებლივ შევუდგებოდით ამ პროცედურას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ გაეროს წესების შეცვლის შესაძლებლობას“, — განმარტა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით მიმართავს ვაშინგტონი ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის იზოლაციას მიაღწიოს და მას პასუხისმგებლობა დააკისროს.
ამასთან, ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი კონგრესმენების ძალისხმევას მხარს უჭერს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა არაერთხელ მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია აცხადებს, გაეროს წესდება ამგვარ ნაბიჯს არ ითვალისწინებს. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ იმ მექანიზმის შემქმნელი, რომელიც უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას გახდის შესაძლებელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებას იმსახურებს.
ყველა ახალი ამბავი
0