მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის კონგრესში გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე რეზოლუცია შევიდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ამერიკელმა კონგრესმენებმა განსახილველად წარმოადგინეს რეზოლუცია, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებენ, იუწყება Foreign Policy.
რეზოლუციის ავტორები აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სტივ კოენი და ჯონ უილსონი არიან.
მათი მოწოდების თანახმად, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან მანამ უნდა გაირიცხოს, სანამ უკრაინასთან კონფლიქტის დაწყებიდან 10 თვე შესრულდება.

„რუსეთმა არაერთხელ შეგნებულად და თავხედურად დაარღვია გაეროს ქარტია, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის უფლებას, იყოს უშიშროების საბჭოს წევრი“, − ნათქვამია რეზოლუციაში.

კონგრესმენები კრემლის მიერ გაეროს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის მაგალითებად ასახელებენ „უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, განადგურების განზრახვას, უკრაინის ოთხი ტერიტორიის მისაერთებლად ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს, უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სიმხეცეებს, ბირთვული იარაღის ჟღარუნსა და სურსათის მსოფლიო მიწოდებებისთვის რისკების შექმნას“.
გამოცემის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ეს ნაბიჯი განამტკიცებს რწმენას ბაიდენის ადმინისტრაციაში, რომ რუსეთის გავლენების მოთოკვა აუცილებელია.
როგორც FP წერს, რუსეთის უშიშროების საბჭოდან გარიცხვას ასევე მოითხოვს კიევი, „თუმცა ექსპერტები კვლავაც სკეპტიკურად ეკიდებიან იმას, რომ ასეთი ძალისხმევები იმუშავებს“.
საქმე ისაა, რომ გაეროს წესდება არ შეიცავს არანაირ ნორმას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის გარიცხვის შესახებ. თავად გაეროდან კი ნებისმიერი ქვეყნის გარიცხვაა შესაძლებელი, რისთვისაც გენერალურ ასამბლეაზე ხმათა ორი მესამედის მიღებაა საჭირო.
მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსა და უშიშროების საბჭოში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვა შეუძლებელია გაეროს წესდებიდან გამომდინარე. ხოლო როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, იმ მექანიზმის შემქმნელი, რომელიც უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას გახდის შესაძლებელს, ნობელის პრემიით დაჯილდოებას იმსახურებს.
წყარო: Foreign Policy
ყველა ახალი ამბავი
0