თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია
© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ავალიშვილის, ულიანოვის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, წყალსადენის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, თემქის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.