https://sputnik-georgia.com/20221216/ramdeni-ujdeba-saxelmwipos-saakashvilis-shenaxva-273111841.html
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?
Sputnik საქართველო
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 16.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-16T11:51+0400
2022-12-16T11:51+0400
2022-12-16T15:54+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893927_0:90:1280:810_1920x0_80_0_0_86b34373c386e7c5576f591dad15b2df.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესანახად 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის შეცვლის საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) შიმშილობა უკვე მესამედ გამოაცხადა.თუმცა, სააკაშვილმა რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.სააკაშვილის სიმულირების მკაფიო მტკიცებულება არ არის - ომბუდსმენის აპარატი ვიდეოჩანაწერებზე>>>მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893927_75:0:1214:854_1920x0_80_0_0_53a8bce6c848cdae56bb4f3935f7f1c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?
11:51 16.12.2022 (განახლებულია: 15:54 16.12.2022) მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესანახად 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„სამედიცინო დაწესებულებაში არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა, აპარატურა, ყველაფერი ადგილზეა და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. არ ვიცი, ალბათ, ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის იქ ყოფნა. როგორც ვიცი, 200 ათას ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის შეცვლის საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) შიმშილობა უკვე მესამედ გამოაცხადა.
თუმცა, სააკაშვილმა რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.