სააკაშვილის სიმულირების მკაფიო მტკიცებულება არ არის - ომბუდსმენის აპარატი ვიდეოჩანაწერებზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეების აქცია
სააკაშვილის მომხრეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუწოდა, უმოკლეს ვადაში შეისწავლოს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების კანონიერება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან, სადაც ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.

„სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოში აშკარად ჩანს სააკაშვილის სიმულანტური მოქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელების არანაირი ლეგიტიმური მიზნები არ ყოფილა და თუ ასეთი იყო კიდეც, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების დროს მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება საზოგადოებრივ ინტერესსა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0