პუტინმა ინდოეთის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა

© photo: Sputnik / Michael Klimentyev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინის ვიზიტი ინდოეთში
ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. საუბრისას მხარეებმა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
როგორც РИА Новости კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერებმა დაწვრილებით განიხილეს პრაქტიკული კოოპერაციის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურთიერთინვესტიციები, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
მოდის თხოვნით რუსეთის ლიდერმა „პრინციპული შეფასებები გააკეთა უკრაინის მიმართულებით რუსეთის მიერ გატარებული ხაზის კონტექსტში“.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის, ინდოეთის თავმჯდომარეობის დაწყება G20-ში და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0