https://sputnik-georgia.com/20221216/propesiuli-ganatlebis-jildos-mplobelebi-gamovlindnen-273121724.html
დასახელდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა ვინაობა
დასახელდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა ვინაობა
Sputnik საქართველო
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ტარდება. 16.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-16T15:54+0400
2022-12-16T15:54+0400
2022-12-16T21:05+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273113407_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_297069957efb2b646e3b2b067a12a89d.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ეს გახლავთ შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში წარმატებული მაგალითების წარმოჩენის გზით დარგის პოპულარიზაციასა და მისი პრესტიჟის ამაღლებას უწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.მისი თქმით, კონკურსი, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, ამასთან, შეაფასოს სისტემაში მიმდინარე და შესრულებული რეფორმები.ნომინაციაში „პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი“ გამარჯვებული გახდა კოლეჯ „იკაროსის“ კურსდამთავრებული აკაკი ცანკაშვილი. იგი წარმატებით დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯ „იკაროსში“ უკვე მასწავლებლის სტატუსით უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს. „2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის“ სტატუსი მოიპოვა „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ პედაგოგმა გრიგოლ ფრანგიშვილმა.ნომინაცია „2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი“ პროგრამით „კულინარიის ხელოვნება“. ხოლო „წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების“ კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“ პროგრამით „კერძების მომზადების ტექნოლოგია“.წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდოები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა – საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. პარლამენტის სპეციალური პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში გადაეცა კოლეჯ „მოდუსს“. პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვეკატეგორიაში გადაეცათ რუსთავის მუნიციპალიტეტს („წლის რეგიონული მხარდამჭერი“), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA („წლის საერთაშორისო ინიციატივა“), თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს („წლის საიმიჯო კამპანია“) და ქეთევან სუჯაშვილს - ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან („წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი“).„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება და პოპულარიზაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273113407_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_8709798dcb4eff13bf8c49d97934963d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
დასახელდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა ვინაობა
15:54 16.12.2022 (განახლებულია: 21:05 16.12.2022) „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ტარდება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ეს გახლავთ შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში წარმატებული მაგალითების წარმოჩენის გზით დარგის პოპულარიზაციასა და მისი პრესტიჟის ამაღლებას უწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, კონკურსი, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, ამასთან, შეაფასოს სისტემაში მიმდინარე და შესრულებული რეფორმები.
ნომინაციაში „პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი“ გამარჯვებული გახდა კოლეჯ „იკაროსის“ კურსდამთავრებული აკაკი ცანკაშვილი. იგი წარმატებით დაეუფლა კონდიტერის პროფესიას და დღეს კოლეჯ „იკაროსში“ უკვე მასწავლებლის სტატუსით უზიარებს საკუთარ ცოდნას მოსწავლეებს.
„2022 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის“ სტატუსი მოიპოვა „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ პედაგოგმა გრიგოლ ფრანგიშვილმა.
ნომინაცია „2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა კოლეჯი „იკაროსი“ პროგრამით „კულინარიის ხელოვნება“. ხოლო „წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების“ კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“ პროგრამით „კერძების მომზადების ტექნოლოგია“.
წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდოები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა – საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ. პარლამენტის სპეციალური პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში გადაეცა კოლეჯ „მოდუსს“.
პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი კი რამდენიმე ქვეკატეგორიაში გადაეცათ რუსთავის მუნიციპალიტეტს („წლის რეგიონული მხარდამჭერი“), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA („წლის საერთაშორისო ინიციატივა“), თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს („წლის საიმიჯო კამპანია“) და ქეთევან სუჯაშვილს - ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან („წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი“).
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება და პოპულარიზაცია.