https://sputnik-georgia.com/20221216/bregaze-saqartvelosi-milion-heqtarze-meti-miwis-mflobelebis-vinaoba-ucnobia-273134831.html
რატი ბრეგაძე: საქართველოში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელების ვინაობა უცნობია
რატი ბრეგაძე: საქართველოში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელების ვინაობა უცნობია
Sputnik საქართველო
ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულება უკვე 2024 წლისთვის, განაცხადა მინისტრმა. 16.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-16T20:37+0400
2022-12-16T20:37+0400
2022-12-16T22:56+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
რატი ბრეგაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133366_0:28:1920:1108_1920x0_80_0_0_dbfb3388b2413dbc313777bf1e86930c.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მიუხედავად რეგისტრაციის აქტიური ფაზისა, საქართველოში უცნობი რჩება 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების მფლობელთა ვინაობა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში.2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის 59 რაიონში მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსასყიდლოდ დაარეგისტრირონ თავიანთი მიწის ნაკვეთები.„ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.მთავრობის ინფორმაციით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდეს.საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება>>რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133366_74:0:1781:1280_1920x0_80_0_0_c46470e33ebe07c2e829c496a5c286de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, რატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე: საქართველოში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელების ვინაობა უცნობია
20:37 16.12.2022 (განახლებულია: 22:56 16.12.2022) ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულება უკვე 2024 წლისთვის, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მიუხედავად რეგისტრაციის აქტიური ფაზისა, საქართველოში უცნობი რჩება 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების მფლობელთა ვინაობა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც დაახლოებით ერთ მილიონ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მქონეთა ვინაობა არის გაურკვეველი. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიზნად ისახავს, გაირკვეს ყველა მესაკუთრის ვინაობა, იქნება ეს კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი, და გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აწუხებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის 59 რაიონში მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსასყიდლოდ დაარეგისტრირონ თავიანთი მიწის ნაკვეთები.
„ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მთავრობის ინფორმაციით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდეს.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.