https://sputnik-georgia.com/20220416/saqartvelosi-miwis-pirveladi-registracia-2024-wels-dasruldeba-266032729.html
საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება
საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება
Sputnik საქართველო
მიწის რეგისტრაცია ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, განაცხადა პრემიერმა
2022-04-16T20:12+0400
2022-04-16T20:12+0400
2022-04-16T20:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_0:208:2048:1361_1920x0_80_0_0_afd85d202b1be1dfe2f938d1584881d2.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთიანი საკადასტრო სისტემა გაჩნდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა.2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას.რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_234:229:1743:1361_1920x0_80_0_0_e66be198543e9e0b25bdab61eca1267a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მიწა პირველადი რეგისტრაცია 2024 წელი დასრულება
საქართველო მიწა პირველადი რეგისტრაცია 2024 წელი დასრულება
საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება
20:12 16.04.2022 (განახლებულია: 20:13 16.04.2022) მიწის რეგისტრაცია ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთიანი საკადასტრო სისტემა გაჩნდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.