მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს უდიდესი აკვარიუმი გასკდა და სასტუმრო გამოანგრია: ვიდეო

CC BY-SA 2.0 / Susanne Nilsson / AquaDomმსოფლიოს უდიდესი ცილინდრული აკვარიუმი AquaDom
მსოფლიოს უდიდესი ცილინდრული აკვარიუმი AquaDom - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
აკვარიუმი AquaDom, რომელიც 1 მლნ ლიტრ წყალს იტევდა, 2003 წელს გაიხსნა, მისი ღირებულება 12,8 მლნ ევროს შეადგენდა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის სასტუმრო Dom Aquaree-ში ინციდენტი მოხდა — მოულოდნელად გასკდა იქ დამონტაჟებული მსოფლიოს უდიდესი ცილინდრული აკვარიუმი Aquadom, რომელიც 1 მლნ ლიტრ წყალს იტევდა, იუწყება Der Spiegel.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილაადრიან მოხდა. გახეთქილი აკვარიუმიდან გადმოღვრილმა წყალმა, რომელშიც 1,5 ათასი თევზი ბინადრობდა, სასტუროს ფასადი გაანგრია და ქუჩაში კოლოსალური რაოდენობის წყალი დაიქცა.
არსებული ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბერლინის სახანძო სამსახურის ინფორმაციით, გიგანტური რეზერვუარი ძალიან სწრაფად განადგურდა.

„თუ აკვარიუმი დაზიანებულია, ის მოულოდნელად გასკდება. ეს პატარა ბზარი კი არ იყო, საიდანაც წყალი უბრალოდ ჟონავს, მთელი აკვარიუმი უეცრად გასკდა. დაახლოებით 1500 თევზი, რომლებიც აკვარიუმში ბინადრობდნენ, აღარ არსებობს“, — განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

აკვარიუმი AquaDom 2003 წელს გაიხსნა. პროექტის ღირებულებამ 12,8 მლნ ევრო შეადგინა. აკვარიუმის სიმაღლე 16 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11,5 მეტრი იყო. მასში დაახლოებით ასამდე სახეობის თევზი ბინადრობდა.
ყველა ახალი ამბავი
0