1 თებერვლიდან განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება

© photo: Sputnikტექინსპექტირების ცენტრი
ტექინსპექტირების ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
2019 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულოა.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:
მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი.
მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი.
ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.
შესაბამისი ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ამ დრომდე ავტომფლობელები განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან გათავისუფლებული იყვნენ (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდა იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა პირველი ინსპექტირება).
კანონის გამკაცრების საჭიროება არსებული ვითარების გამო დადგა დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის არარსებობის პირობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ ინსპექტორის მხრიდან დადგინდეს ხარვეზი – განმეორებით ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით.
საქართველოში ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება>>>
უწყების განმარტებით, ბევრ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30%-ს.
ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0