„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიების ცნობით, 14 დეკემბერს ბრალდებული თავს დაესხა პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0